„შენი ხმა ევროპას“ - მსვლელობა თბილისში

09 დეკემბერი 2023, 17:49 472 ნახვა

თბილისში, ევროპის მოედანზე მასშტაბური დროშის გაშლით დასრულდა "ევროპული მარში", რომლის მონაწილეებმაც საქართველოს და ევროკავშირის დროშებით გაიარეს გზა რესპუბლიკის მოედნიდან მეტეხის ხიდამდე. ამ მსვლელობის მიზანი იყო ევროკავშირის ლიდერებისთვის ქართველი ხალხის ხმის გაგონება 15 დეკემბრამდე - ამ დღეს ევროპულმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.მსვლელობას, რომელიც სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით გაიმართა, შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი