დღეს თბილისის ცენტრი პროევროპული მსვლელობის ეპიცენტრად გადაიქცევა. "შენი ხმა ევროკავშირს"- სწორედ ასე ჰქვია მსვლელობას, რომელიც ორ საათზე არის დაანონსებული. ისტორიაში პირველად, ქალაქის ცენტრში გაიტანენ ყველაზე დიდ ევროკავშირის დროშას, რაც კი მსოფლიოში შექმნილა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            