ვლადიმერ პუტინმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა

08 დეკემბერი 2023, 16:19 641 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ პუტინმა კრემლში სახელმწიფო დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

მედიის ინფორმაციით, 2024 წლის არჩევნები რუსეთში 15 მარტს დაიწყება და 17 მარტს დასრულდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი