არასრულწლოვანის მიმართ იძულების ფაქტი ვანში - არსებული ინფორმაციით, კაცმა არასრულწლოვანს ავტომობილი გაუჩერა, გამოართვა ტელეფონის ნომერი და იძულებით პირად ინფორმაციას სთხოვდა. მომხდარის გამო 16 წლის გოგომ პოლიციას თავად მიმართა, ბრალდებული დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს. მომხდარზე დაკავებულის ოჯახში საუბარი არ სურთ.