ცოლზე ძალადობისთვის დაკავებული პოლიციელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

07 დეკემბერი 2023, 14:46 563 ნახვა

10 000 ლარიანი გირაოს გადახდის შემთხვევაში გაათავისუფლებენ დაცვის პოლიციის თანამშრომელს,რომელიც ორი დღის წინ ბათუმში ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო. პროკურატურა პოლიციელისთვის აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მას აკრძალული აქვს დაზარალებულთან მიახლოება. პროკურატურისვე მტკიცებით, დანაშაულში მხილებულმა ცოლს სახისა და სხეულის არეში დაზიანებები ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე გაჩერებულ ავტომობილში მიაყენა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი