უცხოელ ტურისტს პრემიერმა გიდობა გაუწია

11 მარტი 2017, 00:00 1751 ნახვა

სიურპრიზი მეექვსე მემილიონე ტურისტისთვის. ,,ეს არის ყველაზე საოცარი თავგადასავალი, რაც კი ოდესმე გადამხდენია“ - ამბობს  ჯესპერ ბლექი. უცხოელ მოგზაურს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული ღვინო გადასცეს და სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ავტომობილი და მძღოლი დაახვედრეს. ჯესპერს აეროპორტის გზაზე სპეციალური ესკორტი დახვდა და ასე მიაცილეს დანიშნულების ადგილამდე. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. გიორგი კვირიკაშვილმა მას გიდობა გაუწია, ქართული სიმღერისა და მუსიკის ფონზე ქვეყნის სამზარეულოც გააცნო.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი