თურქული სკოლა ავტორიზაციის გარეშე

11 მარტი 2017, 00:00 4730 ნახვა

ნებართვის გარეშე აშენებული თურქული სკოლა ფუნქციონირებას განაგრძობს. სასწავლებელს არც ავტორიზაცია აქვს. ქალაქის მერის გიორგი ერმაკოვის განცხადებით, უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით გატარდა სამართლებრივი ღონისძიებები, თუმცა შენობის ფუნქციაზე ჯერ არ უმსჯელიათ. აჭარის განათლების მინისტრის თქმით, სკოლა ჯერ ქართულ საკანონმდებლო სივრცეში მოქცეული არაა. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც გააკეთა. ზურაბ პატარაძის განცხადებით ჯერ მხოლოდ კომუნიკაციის ეტაპზე არიან. აპირებს თუ არა სკოლის ადმინისტრაცია ავტორიზაციის მოპოვებას უცნობია, სკოლის დირექტორმა ჩვენთან კომენტარი არ გააკეთა, გვითხრა, რომ  სკოლა თურქეთის საკონსულოს ეკუთვნის, სადაც ასევე არაფერს ამბობენ. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი