ომი უკრაინაში

03 დეკემბერი 2023, 10:26 479 ნახვა

საომარი მოქმედებები გრძელდება უკრაინაში. ბოლო ცნობებით მხოლოდ გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებსა და უკრაინის დამცველებს შორის 88 შეტაკება მოხდა.

ომის 648-ე დღეს, აგრესორმა შეტევითი ოპერაციები განახორციელა დონეცკში, ხარკოვსა და ლუჰანსკში. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

რაც შეეხება უკრაინის კონტრშეტევას, ომის შემსწავლელ ინსტიტუტში საუბრობენ, რომ დღევანდელი მოცემულობით უკრაინელების კონტრშეტევაზე საუბარი დასრულებულია და პირიქით, ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში უპირატესობას რუსეთის არმია ფლობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი