უცხოელ ტურისტს გიორგი კვირიკაშვილმა გიდობა გაუწია

10 მარტი 2017, 00:00 2656 ნახვა

,,ეს არის ყველაზე საოცარი თავგადასავალი, რაც კი ოდესმე გადამხდენია“. ჯესპერ ბლექი - მე-6 000 000 ტურისტი საქართველოში.
უცხოელ მოგზაურს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული ღვინო გადასცეს და სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ავტომობილი და მძღოლი დაახვედრეს. ​ჯესპერს აეროპორტის გზაზე სპეციალური ესკორტი დახვდა და ასე მიაცილეს დანიშნულების ადგილამდე, სადაც მას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დახვდა. პრემიერმინისტრმა მას გიდობა გაუწია, ქართული სიმღერისა და მუსიკის ფონზე რესტორანში უმასპინძლა და ქვეყნის სამზარეულოც გააცნო.  

ვიდეო: Georgia and Travel / facebook.com

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი