კიდევ ერთი ფემიციდის ფაქტი. წალკაში ქმარმა ცოლი მოკლა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ქალს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სასიკვდილო დაზიანება ნაჯახით მიაყენა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.