ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობის ფაქტი

01 დეკემბერი 2023, 17:56 615 ნახვა

პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი მოკლა. დანაშაული საგარეჯოში ერთ-ერთ სოფელში მოხდა. დაკავებულს საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება. რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, გამოძიების ვერსია ასეთია,ბრალდებულს მიაჩნდა, რომ ყოფილმა ცოლმა მეორედ გათხოვებით მას შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი