ეუთოს მინისტერიალი

01 დეკემბერი 2023, 10:05 384 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 30-ე შეხვედრაზე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სახით და იმ მძიმე შედეგებზე, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას მოჰყვა.

ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების სახელმწიფო პოლიტიკასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციაზე. 

დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკვე 15 წელზე მეტია, რუსეთი განაგრძობს საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში