ქობულეთის პანსიონატის საქმე - სტრასბურგის გადაწყვეტილება

30 ნოემბერი 2023, 20:35 661 ნახვა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქობულეთში ისლამური პანსიონატის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლის საქმეზე დარღვევა დაადგინა და მოსარჩელეების ყველა ძირითადი მოთხოვნა დააკმაყოფილა. ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს. გადაწყვეტილების მიხედვით, ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ დაირღვა პირადი ცხოვრების უფლება, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა. სტრასბურგმა მიიჩნია, რომ პოლიციამ არ შეაჩერა კერძო პირების დისკრიმინაციული ქმედებები რელიგიური პანსიონატის წინააღმდეგ და ამასთან ერთად, რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული შევიწროების აქტზე, გამოძიების ფორმალური ჩატარების მიუხედავად, შესაბამისი სამართლებრივი შედეგი არ დადგა. ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ხელისუფლების ორგანოების მხრიდან, განმცხადებლების პირადი ცხოვრება, ღირსება და რელიგიური მრწამსი სათანადოდ არ იქნა დაცული. სასამართლომ განმარტა, რომ „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობებს“ ჰქონდა დაქირავებული შენობის თავისუფლად გამოყენებისა და მფლობელობის უფლება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი