პროკურატურამ ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებისა და საუბრების მიყურადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

30 ნოემბერი 2023, 16:17 564 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებისა და საუბრების მიყურადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ აღნიშნლია პროკურატურის მიერ გავრცელებლ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის დეკემბერში ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლის და სახლში არსებული ვითარების გაკონტროლების მიზნით, დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში ფარული მისაყურადებელი მოწყობილობა დაამონტაჟა, რომლის გამოყენებითაც რამდენიმე თვის განმავლობაში ყოფილ მეუღლეს და მის შვილებს უკანონოდ უსმენდა.

„მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით (კერძო საუბრის უნებართვო მიყურადება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აცხადებენ პროკუტურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი