„შემი ხმა ევროპას" - თბილისში 9 დეკემბერს მარში გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ამბობენ, რომ მარში აპოლიტიკური იქნება, რომელზეც ელოდებიან ყველას, მათ შორის პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებსაც.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების თქმით, ევროპის მოედანზე გაიშლება ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშა, რომლითაც რეკორდის მოხსნაც იგეგმება.