ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის 22-ე მინისტერიალი

30 ნოემბერი 2023, 12:04 560 ნახვა

"ტემპერატურის მატება, მყინვარების დნობა, ამინდის მკვეთრი ცვლილებები, დანაკარგი ბიომრავალფეროვნების კუთხით, ყველაფერი კლიმატის ცვლილებების შედეგებია“ - ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა   გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც საქართველო მასპინძლობს.

პაველ ჰერჩინსკის თქმით,  კლიმატის ცვლილება საზღვრებს არ ცნობს და საჭიროა ერთობლივი მუშაობა რეალური ცვლილებებისთვის. კლიმატის ცვლილებებისადმი მიმართულ ღონისძიებებზე, სტრატეგიული მიზნებსა და გეგმების განსაზღვრაზე  ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალზე ამ წუთებში მსჯელობენ, რომელსაც  საქართველო  მასპინძლობს. ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა გახსნა.  

პროგრამა, რომელშიც ამჟამად 10 ქვეყანაა ჩართული, მიზნად ისახავს წევრს ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობას. 

კონფერენციაზე  იმსჯელებენ სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორებიცაა ვაჭრობის ხელშეწყობა, ტრანსპორტი და   ენერგეტიკა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი