აჭარაში უშვილობის მკურნალობის პროგრამით ბაღისა და სკოლის თანამშრომლები ისარგებლებენ

29 ნოემბერი 2023, 18:12 670 ნახვა

2024 წლიდან აჭარაში „უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის“ პროგრამის ბენეფიციართა ჩამონათვალი ფართოვდება.აჭარაში უშვილობის მკურნალობის პროგრამით ბაღისა და სკოლის თანამშრომლებიც ისარგებლებენ, შეგახსენებთ, „უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის“ პროგრამა 2022 წლის ივლისში ამოქმედდა. თავიდან ბენეფიციარებს წარმოადგენდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის ან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ადამიანები, შემდეგ ქულა 300 000-მდე გაიზარდა. მომავალი წლიდან პროგრამით სარგებლობას შეძლებენ სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პედაგოგები და სხვა დასაქმებული პირები.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი