სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან ბათუმში, ინერტული მასით დაბინძურებულ ტერიტორიებს უკვე მეორე დღეა სხვადასხვა მუნიციპალური სამსახურის პერსონალი ასუფთავებს.
დაზიანებულია საპლაჟო ინფრასტრუქტურა, სასეირნო და ველობილიკები, მწვანე ზოლი და მოიჯარეების ობიექტებიც.
შტორმმა დააზიანა კობალაძის ქუჩიდან სანაპიროზე გამავალი სანიაღვრე არხი, სადაც ჩავარდნილია პრომინადიც. არხის აღსადგენად სამუშაოები დაწყებულია.