„ჩვენ ამ ომში გადაგვაგდეს“ - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი დასავლეთს ღიად აკრიტიკებს. ალექსეი არესტოვიჩი უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანა სტრატეგიულ ჩიხში იმყოფება, დასავლეთის ნაწილი კი მზად არის უკრაინული მიწებითა და სისხლით გადაიხადოს, რათა რუსეთმა არ წააგოს და ჩინეთს არ დაექვემდებაროს.
არესტოვიჩი ინტერვიუში ასევე იხსენებს სტამბოლის მოლაპარაკებებს, რომლშიც თავადაც იყო ჩართული და ამბობს, რომ ის სამშვიდობო ინიციატივები, რომელსაც რუსეთი აყენებდა, არ იყო ცუდი. უფრო მეტიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი ამტკიცებს, რომ მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო სტამბოლის მოლაპარაკებები შეწყდა. ეს კი იმ დროს, როცა ამავე მოლაპარაკებების ფარგლებში რუსები ყირიმის საკითხზე პოლიტიკურ დისკუსიაც დათანხმდნენ და უპრეცედენტო დათმობებზე წასასვლელადაც იყვნენ მზად.
ალექსეი არესტოვიჩის ინტერვიუს შეფასებები თბილისშიც მოჰყვა.