სინოდი  გამოძიებას ენდობა 

10 მარტი 2017, 00:00 2895 ნახვა

,,მიტროპოლიტი პეტრე უხეშად არღვევს ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს და მისი განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ“- ნათქვამია წმიდნა სინოდის განჩინებაში. საკუთარი პოზიცია დააფიქსირა თავად მიტროპოლიტმა,  რომელსაც  მღვდელმთავრებმა მხარი არ დაუჭირეს. წმინდა სინოდმა დაადგინა: ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიეცეს გაფრთხილება და გათავისუფლდეს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან. წმინდა სინოდმა ასევე იმსჯელა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმის თაობაზე. წმინდა სინოდი ენდობა გამოძიებას და იმედოვნებს, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, იგი მაქსიმალური გამჭვირვალობით წარიმართება და დროულად დადგინდება ობიექტური ჭეშმარიტება“, - ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი