ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში არ ირიცხება - ლევან ხაბეიშვილი

27 ნოემბერი 2023, 09:45 393 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის რიგებში აღარ ირიცხება. ამის შესახებ მან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.

"სხვა ადამიანებზე მე კომენტარს არ გავაკეთებ. კონკრეტულ ადამიანზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მან თავად გადაწყვიტა, არ იყოს პარტიის წევრი. შესაბამისად, ის არ ითვლება, საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ის ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით. ახლა მე მას საუბარს ვერ ავუკრძალავ, არც ვაპირებ, არც ჩემს ინტერესში არ არის“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" "მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის 11-პუნქტიანი მანიფესტი გამოაქვეყნა. ,,ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მანიფესტს პარტიის წევრებმა ხელი მოაწერეს, სადაც არ იმყოფებოდნენ ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები. მანამდე კეთდებოდა განცხადებები, რომ ვინც  იგივე დაპირისპირებას გააგრძელებდა,  პარტიის გარეთ აღმოჩნდებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში