ბრიუსელში ოთხოზორია ტატუნაშვილის მსგავსი სია უნდა შემუშავდეს, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს თამაზ გინტურის მკვლელებს - ეს მოთხოვნა აქვთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს კენჭს უყრიან რეზოლუციას, რომლითაც კიდევ ერთხელ დაგმობენ სოფელ კირბალში მომხდარ ფაქტს.
მიაჩნიათ, რომ გინტურის სახელი სანქციების მომდევნო პაკეტში უნდა ჩაემატოს ან ახალი პაკეტი შემუშავდეს მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია თამაზ გინტურის მკვლელობაზე.
ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს, მათ შორის მიზანმიმართული სანქციების გზით - ეს არის ევროპელი კანონმდებლების მთავარი გზავნილი.