ცისარტყელას ხიდზე ინციდენტს მსხვერპლი მოჰყვა

23 ნოემბერი 2023, 09:46 261 ნახვა

სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება აშშ-სა და კანადის დამაკავშირებელ ხიდზე  მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები. ძლიერი ცეცხლი გაჩნდა  ცისარტყელას ხიდზე  მას შემდეგ, რაც მასზე მოძრავი ავტომობილი აფეთქდა. 

აფეთქების შედეგად დაიღუპა  მძღოლი და მგზავრი, დაშავდა აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის ოფიცერი.

წინასწარმა გამოძიებამ ვერ აღმოაჩინა ტერორისტული თავდასხმის კვალი ნიაგარას ჩანჩქერთან, ცისარტყელას ხიდზე მომხდარ ინციდენტში - განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორმა ქეთი ჰოჩულმა

ამ დროისთვის ტერორისტული თავდასხმის ნიშანი არ არის - განუცხადა ჰოჩულმა ჟურნალისტებისთვის გამართულ  პრესკონფერენციაზე. ავტომობილი  ხიდზე  ოთხშაბათს დილით აფეთქდა,  რის გამოც ხელისუფლებამ დახურა ეს სასაზღვრო გადასასვლელი და კიდევ  სამი სხვა დასავლეთ ნიუ-იორკსა და სამხრეთ ონტარიოს შორის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში