საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად აზრთა სხვადასხვაობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ ცვლილების ხვალისთვის დაგეგმილ განხილვას მოჰყვა. “საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნული ინიციატივით კიდევ ერთხელ უპირისპირდება საქართველოს პარლამენტს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ავლენს შემაშფოთებელ უპატივცემულობას ქვეყნის მთავარი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ. მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გვერდზე გადადოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და პატივი სცეს კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას და იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დაცვით. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის, განცხადება პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.