აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში USAID -ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

20 ნოემბერი 2023, 17:51 562 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელს ჯონ პენელს შეხვდა შეხვედრაზე განიხილეს USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტები, აგრეთვე თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. თორნიკე რიჟვაძემ მისიის ხელმძღვანელს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო. ხაზი გაესვა იმ როლს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ახორციელებს ქვეყანაში ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით.ყურადღება გამახვილდა USAID–ის ცალკეულ პროგრამაზე, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის ცალკეული სექტორის განვითარებას, კერძოდ, როგორიცაა, ტურიზმი, წარმოება, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი