თურქული სატვირთო გემი, რომელზეც 12 მგზავრი იმყოფებოდა, შავ ზღვაში ჩაიძირა

20 ნოემბერი 2023, 10:12 2166 ნახვა

თურქული სატვირთო გემი, რომელზეც 12 მგზავრი იმყოფებოდა, შავ ზღვაში ჩაიძირა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

„ქარიშხლის დროს თურქეთის სატვირთო გემი 12 მგზავრით თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ჩაიძირა. ხელისუფლებამ ეკიპაჟთან კონტაქტის დამყარება ვერ შეძლო“, – განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს, უამინდობამ საჰაერო და საზღვაო გემების ძებნას ხელი შეუშალა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში