ქედაში სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“ და „ღვინის ფესტივალი“ აღნიშნეს. ქედის ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკში გამოიფინა ქედელი მეწარმეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები, ხეზე კვეთისა და რეწვის ნიმუშები.
ზეიმზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ენახათ ხის კვეთის პროცესი.
ჩატარდა ქედის ტრადიციული თამბაქოს ჭრისა და ტრადიციული კერძების დამზადების მასტერკლასები.
გამოვლინდნენ საპატიო ქედელები და მევენახეები.