ვახტანგ კახიძის "რეკვიემი" ევროპაში 

19 ნოემბერი 2023, 17:50 879 ნახვა

ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“ ევროპაში პირველად აჟღერდა კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის „რეკვიემი“. ბელგიის ქალაქ ანტვერპენის, დედოფალ ელისაბედის სახელობის საკონცერტო დარბაზში გამართულ კონცერტში თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა მონაწილეობდნენ. კონცერტს მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. 

„რეკვიემი“, რომელიც კომპოზიტორმა მშობლებს მიუძღვნა, სოლისტი ბიჭუნას, ქალთა კვარტეტის, ვაჟთა სექსტეტის, სიმფონიური ორკესტრისა და შერეული გუნდისთვის არის დაწერილი. ნაწარმოების პრემიერა საქართველოში 2021 წელს გაიმართა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი