დაპირისპირება ენმ-ში

19 ნოემბერი 2023, 10:50 559 ნახვა

ენმ-ს ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეების დაპირისპირება გრძელდება - გარიცხავენ თუ თავად წავა - რა ელის ნიკა მელიას, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაირკვევა. 23 ნოემბერი პარტიის დიდი შეკრების დღეა. სწორედ ამ დღეს გაირკვევა საბოლოოდ გაიყრება თუ არა დაპირისპირებული მხარეების გზები.   

"ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავის აღსანიშნად შეკრებილებმა, პარალელურად, მანიფესტზე უნდა მოაწერონ ხელი. თუკი მელია და მისი გუნდი პროცესს არ შეუერთდება, როგორც ამას მოქმედ მენეჯმენტში ამბობენ, საკუთარი გადაწყვეტილებით, ბუნებრივად ჩამოშორდება პარტიულ პროცესებს. მოაწერენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის მანიფესტს ხელს, ჯერ არ იციან  ნიკა მელიას თანამოაზრეებმა.

"ნაციონალური მოძრაობის" მომავალზე პროგნოზის გაკეთება არ უჭირს სახელისუფლებო გუნდს. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი პარტიას დაშლამდე მიიყვანს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი