ჯო ბაიდენის განცხადება

19 ნოემბერი 2023, 11:44 496 ნახვა

„პუტინიც და „ჰამასიც“ მეზობელი დემოკრატიის რუკიდან ამოსაშლელად იბრძვიან. პუტინიც და „ჰამასიც“ იმედოვნებენ, რომ დაანგრევენ უფრო ფართო რეგიონულ სტაბილურობას და ინტეგრაციას და ისარგებლებენ შემდგომი არეულობით“ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა.

ჯო ბაიდენის სტატიაში, რომელიც The Washington Post-ში გამოქვეყნდა აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დაჯგუფება „ჰამასს“, ერთი და იგივე მიზანი აქვთ - მეზობელი დემოკრატიის განადგურება,  ამერიკა კი ამას არ  დაუშვებს.

ბაიდენის თქმით, როდესაც ევროპაში აგრესია უპასუხოდ რჩება, ეს გავლენას ახდენს შეერთებულ შტატებზეც, ამიტომ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებშიცაა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი