ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

19 ნოემბერი 2023, 10:51 499 ნახვა

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. შეზღუდვები დაუწესდა 40-მდე იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამჟამინდელი სანქციები მიმართულია მათ წინააღმდეგ ვინც მონაწილეობს ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინელი ბავშვების გატაცებასა და დეპორტაციაში.

ზელენსკის თქმით, შეზღუდვები შეეხო იმ პირებს, რომლებიც სხვადასხვა გზით ეხმარებიან რუსულ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ.

გადაწყვეტილებას პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა და ის ძალაში 10 წლის ვადით შედის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი