ინციდენტი პარლამენტში 

18 ნოემბერი 2023, 18:04 712 ნახვა

პარლამენტში გუშინ მომხდარი ინციდენტი პოლიტიკური შეფასებების საგანია - „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მიუღებელია მსგავსი ინტენსიური შეტევა, რასაც ქალი დეპუტატები ოპონენტების მიმართ იყენებენ. მმართველი გუნდის შეფასებით, ლევან მგალობლიშვილის მიმართ ზღვარგადასულ უხეშობას ჰქონდა ადგილი. ოპოზიციაში კი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და ირწმუნებიან, რომ ენმ-ის წევრ ქალებს არანაირი ნივთი არ უსვრიათ ოპონენტის მიმართ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხმა და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ხსენებამ გუშინ სხდომათა დარბაზში პოლიტიკური მღელვარება გამოიწვია.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მგალობლიშვილის შეურაცხმყოფელ რეპლიკას, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ანა წითლიძის მხრიდან რეაქცია მოჰყვა. მან მმართველი პარტიის დეპუტატს ქაღალდები ესროლა.

ანა წითლიძის მიერ ლევან მგალობლიშვილის მისამართით ფურცლების სროლის შემდეგ, მგალობლიშვილმა მიკროფონი მოხსნა და ცდილობდა, ის ანა წითლიძისთვის ესროლა, თუმცა მანდატური ჩაერია.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი