ფესტივალი რაგბიში გოგონათა შორის

18 ნოემბერი 2023, 14:08 491 ნახვა

„ჩაერთე რაგბიში'' - პროექტის ფარგლებში, ბათუმის რაგბის სტადიონზე, რაგბის ფესტივალი გოგონათა შორის მიმდინარეობს. ფესტივალში მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ,  ერთმანეთს კი 11 სკოლის 22 გუნდი უპირისპირდება.  

პროექტი „მსოფლიო რაგბის“ ერთწლიანი გრანტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ორიენტირებულია გურიასა და აჭარაში სასკოლო რაგბში ჩართული ბავშვებისთვის.

''ჩაერთე რაგბიში'' - პროექტი განათლების და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში