საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც სხვდასხვა ქვეყნის 65 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის, ონლაინ ფორმატში.
ორგანიზაციის წევრებმა ქართველ სპეციალისტებთან ერთად იმსჯელეს გლობალური და რეგიონული სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე, რომელიც პროფილაქტიკურ ვაქცინაციებს, ზედამხედველობას, ცნობიერების ამაღლებას და დაავადების შემთხვევის დროს სწრაფ რეაგირებას გულისხმობს.
ორგანიზაციის წევრებმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია.