საქართველოს სახალხო დამცველი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს საოკუპაციო ზოლის გასწვრივ საპოლიციო ღონისძიებების გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე დაკვირვებას აგრძელებს და მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ძალისხმევა არ გაიზრდება, სამომავლოდ ქართველი ერი მსგავს პროვოკაციებს არაერთხელ იხილავს.