ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ხელოვნების ცენტრში ფოტოგამოფენა სახელწოდებით ,,100 წლის შემდეგ”- მოეწყო. პორტრეტები საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა ფოტოგრაფმა მარია ზოიძემ გადაიღო. აჭარაში 100 წელს გადაცილებული 26 ქალი ცხოვრობს. ღონისძიება აჭარის ჯანდაცვისა და დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.