25-26 ნოემბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანას“ უმასპინძლებს

15 ნოემბერი 2023, 10:10 938 ნახვა

25-26 ნოემბერს, ბათუმი ტრადიციულ ფესტივალს  „განდაგანას“ უმასპინძლებს. ორი დღის განმავლობაში ევროპის მოედანზე მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის ნიმუშებით იქნება წარმოდგენილი.  ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჩურჩხელის ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, თუთუნის დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის  ორგანიზებით იმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი