იბრაიმ გორაძის გახსენება

13 ნოემბერი 2023, 20:25 657 ნახვა

მწერალი, მთარგმნელი საზოგადო მოღვაწე იბრაიმ გორაძე გაიხსენეს დღეს მწერალთა სახლში და მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს. ღონისძიებას იბრაიმ გორაძის ოჯახის წევრები დაესწრნენ. იბრაიმ გორაძე 1916 წელს სოფელ ხერთვისში დაიბადა, რეპრესიების პერიოდში კი მას თურქეთში გადასახლება მოუხდა, სადაც მთარგმნელობით საქმიანობს ეწეოდა, წიგნებს თურქულიდან ქართულად და ქართულიდან თურქულ ენაზე თარგმნიდა. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ის უზომოდ შეყვარებული იყო სამშობლოზე, რის გამოც წლების შემდეგ ისევ თავის ქვეყანას დაუბრუნდა. მწერლის გახსენების საღამოზე ითქვა,რომ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი მწერალთა სახლთან ერთად მომავალ წელს გამოსცემს იბრაიმ გორაძის მონოგრაფიულ კრებულს „ჩემი ბედი ტრაგიკული“, რომელიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, ის მის პირად არქივში იპოვეს. იბრაიმ გორაძე 1996 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია მაჭახელაში.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი