ნიკა მელიას განცხადება

10 ნოემბერი 2023, 11:03 625 ნახვა

ნიკა მელია, რომელიც 1 წელია, განსაკუთრებით კი ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის შემდეგ საკუთარ თანაპარტიელებთან დაპირისპირებაშია, ახლა ერთობის მომხრეა. 

აქვს სურვილი, რომ შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც  მისი აზრით გახდება გადაწყვეტილების მიმღები და დაეფუძნება პარიტეტულ საწყისებს. თუმცა  ამ სურვილის მიუხედავად, ისევ ხაზს უსვამს გახლეჩილ და  უსუსურ მდგომარეობაში მყოფ  პარტიას, რომელიც მისი შეფასებით ახალი მენეჯმენტის დამსახურებაა. და მაინც,  მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორ წარმოუდგენია ორად გაყოფილი და ნდობადაკარგული პარტიის თუნდაც 2024 წლის არჩევნებზე გამარჯვება ან სასურველი შედეგეის დადება?

მიაჩნია, რომ  უარი უნდა თქვან არაფორმალურ მმართველობაზე, გაიღოს  პარტიის კარი; არა იმისთვის, რომ ხალხი წავიდეს, არამედ იმისთვის, რომ თანამებრძოლები დაბრუნდნენ და ახლები მოვიდნენ მოძრაობაში“ -  წერს ნიკა მელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი