ბლინკენი აზიურ ტურნეს განაგრძობს

09 ნოემბერი 2023, 13:14 433 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სეულში თავის სამხრეთ კორეელ კოლეგას  შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე ისრაელ-ჰამასის კონფლიქტი და უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს.

მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის სამხედრო კავშირების  გაძლიერების ფონზე იმართება, რის გამოც სეულიც და ვაშინგტონიც შეშფოთებას გამოთქვამენ. 

ბლინკენი სამხრეთ კორეაში ოთხშაბათს იაპონიიდან დიდ შვიდეულის  საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჩავიდა, სადაც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სხვა გლობალური გამოწვევების მიუხედავად შეერთებული შტატების ყურადრების ცენტრში  ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი  რჩება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი