ჟიული  შარტავას  იუბილე  

07 მარტი 2017, 00:00 3535 ნახვა

 7 მარტი ჟიული შარტავას დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს ეროვნული გმირის ბიუსტი ოფიციალურმა პირებმა ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და ბათუმის ვიცე მერიც მონაწილეობდნენ. ჟიული შარტავა, რომელიც აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს. ეროვნული გმირის წოდება მას 2004 წელს მიენიჭა. შარტავა გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენიც მიანიჭეს

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი