ღაზაში ალ-შიფას საავადმყოფოს წინ მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა გაერო-ს გენერალური მდივანი. ანტონიო გუტერეშის განცხადებით, მომხდარით შეძრწუნებულია.
გუტერეშმა აღნიშნა, რომ არ დავიწყებია ჰამასის ტერორისტული თავდასხმა ისრაელზე და მათ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ხაზი გაუსვა ღაზის სექტორში არსებულ მძიმე ვითარებას.
გაერო-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ თითქმის ერთი თვის განმავლობაში ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ქალები და ბავშვები ალყაში მოექცნენ და მათ დახმარებაზე უარი უთხრეს.