დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები პროკურატურაში საქმესთან დაკავშირებით საპროცესო საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ. მანამდე მათ ბრალდებული დეკანოზი საკანში მოინახულეს. პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის სახლიდან ამოღებული სეიფი გახსნა. აღნიშნული საპროცესო საგამოძიებო მოქმედება მთავარი პროკურატურის შენობაში ცოტა ხნის დასრულდა. როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, სეიფი ცარიელი იყო, თუმცა გამოძიებას შესაძლოა ეჭვი“ მას შემდეგ გაუჩნდა, რაც დეკანოზმა პროკურატურას სეიფის გახსნის უფლება არ მისცა. ამ დრომდე საგამოძიებო უწყებაში კომენტარები არ გაკეთებულა, განცხადებებს მხოლოდ დეკანოზის ადვოკატები აკეთებენ,