რა საკითხებზე ისაუბრეს სინოდის სხდომაზე

02 ნოემბერი 2023, 17:38 568 ნახვა

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სინოდის სხდომაზე ძირითადად შიდა საეკლესიო თემები და რეგიონში პოლიტიკური ვითარება განიხილეს. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, უფრო ზუსტად თუ რა საკითხებზე იმსჯელეს, სინოდის განჩინებაში იქნება ნათქვამი.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი