ბიუროს სხდომა უმაღლეს საბჭოში

02 ნოემბერი 2023, 15:04 715 ნახვა

აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა ცნობად მიიღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში და მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვები დაანონსდა კომიტეტებში.

სხდომაზე პოლიტიკური ბრალდებები ჰქონდათ ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებს, რაც მმართველი გუნდის მიერ არაკონსტრუქციულად შეფასდა.

ამასთან ოპoზიცია ითხოვს, ბიუჯეტის განხილვებში მოქალაქეები ჩართონ შესაბამისმა უწყებებმა.

ლადო მგალობლიშვილს აქვს საკანონდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც გარკვეული თანამდებობის პირები უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრის ნაცვლად, ღია წესით აირჩევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში