ვინაიდან, ერთი ათად გაიზარდა კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი, ძალადობრივ რევოლუციურ გეგმებს ვეღარ განახორციელებენ - მდინარაძე

31 ოქტომბერი 2023, 12:54 572 ნახვა

ყოველგვარი მიკიბ მოკიბვის გარეშე, ვჩქარობდით, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდით ძალადობრივი რევოლუციის გეგმების შესახებ, მათ შორის თქვენც დარწმუნდით ამაში, როდესაც კანვასის ლიდერების მიერ ჩატარებული ტრენინგები ვნახეთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.

"თუმცა, ვინაიდან ერთი ათად გაიზარდა კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი, ესე იგი ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს პრაქტიკული თვალსაზრისით ეს ადამიანები ვერ განახორციელებენ. ამიტომ, ამ კანონის სწრაფად მიღების და ძალაში შესვლის აუცილებლობაც აღარ არის, თუმცა ვეტო დასაძლევია, რადგან მომავალში რა გამოწვევები იქნება და რას მოიფიქრებენ, კაცმა არ იცის“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, არამხოლოდ „ენჯეო“ სექტორი, არამედ ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლებიც ცდილობენ, საქართველოს ხელი შეუშალონ.

„ახლა, როდესაც ქალბატონი დანიგანის გზავნილები არის უაღრესად პოზიტიური, როდესაც ჩვენ ძალიან საფუძვლიანი იმედი გვაქვს იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადავა პოზიტიური თვალსაზრისით, ყველა ნიშანია ამისა, ამ ფონზე განსაკუთრებულ ისტერიაში არიან და ცდილობენ, არა მხოლოდ ისინი, როგორც ვატყობ, ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომ პოზიტიური ურთიერთობების გაღრმავებას კი არ შეუწყონ ხელი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, არამედ ხელი შეუშალონ. ყველაფერს აკეთებენ ამისათვის. ამის გამოძახილი იყო გუშინაც ის ე.წ. რაღაც საერთო პლატფორმიდან გამომდინარე განცხადებების კეთება, რაც აზიანებს და პირდაპირ მიმართულია ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ურთიერთობის დაზიანებისკენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის ერთობლივი განცხადება შეაფასა. მისივე თქმით,  მსგავსი განცხადებები საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების დაზიანებისკენ არის მიმართული. 

"იმედი გვაქვს იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადავა, რა თქმა უნდა პოზიტიური თვალსაზრისით. ყველა ნიშანია ამისა. ამ ფონზე განსაკუთრებულ ისტერიაში არიან და ცდილობენ, რომ ურთიერთობების გაღრმავებას კი არ შეუწყონ ხელი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, არამედ ხელი შეუშალონ და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. ამის გამოძახილი იყო გუშინაც ის ე.წ. საერთო პლატფორმიდან გამომდინარე განცხადებების კეთდება, რაც აზიანებს და პირდაპირ მიმართულია ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ურთიერთობების დაზიანებისკენ“, - აცხადებს მდინარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი