თურქეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღეს ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს, დარწმუნებული ვარ, საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა გაგრძელდება და გაძლიერდება - პრემიერი

31 ოქტომბერი 2023, 10:13 447 ნახვა

მოხარული ვარ, მოგმართოთ ამ მნიშვნელოვან დღეს − თურქეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღეს. მინდა, ეს ისტორიული თარიღი მივულოცო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა  თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თავისი ურყევი მისწრაფებითა და თანმიმდევრული პოლიტიკით, ამ 100 წლის განმავლობაში თურქეთი გახდა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშე როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე.

„1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი გავიდა. დაარსების დღიდან ეს დიდებული ქვეყანა და ერი მრავალი გამოწვევის წინაშე მდგარა თანამედროვე, ინდუსტრიული და აყვავებული სახელმწიფოს შექმნის გზაზე. თავისი ურყევი მისწრაფებითა და თანმიმდევრული პოლიტიკით ამ 100 წლის განმავლობაში თურქეთი გახდა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშე როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თურქეთის უმნიშვნელოვანეს წვლილს მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობის საქმეში როგორც სამეზობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოსა და თურქეთს უნიკალური მეგობრობა და ძმობა აკავშირებთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი