საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 2 წევრი უნდა შეარჩიონ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, შემდეგ კი კანდიდატები პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.
სულ შვიდი კანდიდატია, რაც შეეხება მხარდაჭერას, უმაღლესი საბჭოს წევრების ერთი მესამედის ხმაა საჭირო. სხდომა ამ წუთებში იწყება.