ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობამ 8000-ს გადააჭარბა

30 ოქტომბერი 2023, 10:03 677 ნახვა

7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორზე ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8 005-მდე გაიზარდა. ამის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

გავრცელებული ცნობით, მსხვერპლთა 73% ბავშვები, ქალები და ხანდაზმულები არიან. საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა კი 200 000-ს აჭარბებს.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ სიტუაციას, ისრაელის ინფორმაციით, ანკლავში ნაწილობრივ განახლდა წყლის მიწოდება. გაერო-ს სააგენტოს ინფორმაციით, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 33 სატვირთო მანქანა შევიდა, რაც ყველაზე დიდი პარტიაა. ანკლავში წყალი, საკვები და მედიკამენტები შეიტანეს.

გავრცელებული ცნობით, რაფაჰის გამშვები პუნქტიდან ღაზის სექტორში, ამ დროისთვის სულ 117 მანქანა შევიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი