ისრაელმა, ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებს მოუწოდეს, სამხრეთით გადაინაცვლონ, რადგან "ჰამასთან" ომის შემდგომ ეტაპზე გადადიან. ისრაელის სამხედრო მეთაურები ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე არიან განლაგებული.
თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, თვითმფრინავებმა ღაზის სექტორში 450 ობიექტს დაარტყეს. სამიზნე "ჰამასის" სამეთაურო პუნქტები და შეკრების ადგილები იყო.
ამასთან, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ომის მეორე ეტაპი დაიწყო და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.